Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                    
№01/29 - 01
21.01.2020
ქ.თბილისი

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კრედიტების აღიარების კომისიის შექმნის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი 29-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,ა“, ,,ე“ და ,,თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“, ,,კ“ ქვეპუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის“ დანათი #1 მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
    ვბრძანებ:
1.    განისაზღვროს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კრედიტების აღიარების კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ლევან საბაური - პროფესორი, თავმჯდომარე;
ბ) ირმა მშვენიერაძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
გ) ია ნაცვლიშვილი - ასოცირებული პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
დ) დალი არახამია - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
ე) ელისო კვირკვაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
ვ) ბადრი რამიშვილი - ასოცირებული-პროფესორი;
ზ) ნინო ტალიკაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
თ) ნატო კაკაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
ი) ზეინაბ გოგრიჭიანი - მასწავლებელი;
კ) ირინა მამამთავრიშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
ლ) ლალი ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
მ) მამუკა ხუსკივაძე - თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლის დირექტორის მოადგილე;
ნ) ლეილა ქადაგიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
ო) თამარ მიხანაშვილი - თსუ ეკონომიკის  საერთაშორისო  სკოლის აკადემიური პროგრამების კოორდინატორი;
პ) ნინო დოხტურიშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, კომისიის მდივანი.
2.    ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 07 თებერვლის #22/29-01 ბრძანება ,,სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კრედიტების აღიარების კომისიის შექმნის შესახებ“.
3.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასათვის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი,  პროფესორი      გიორგი ღაღანიძე